ფედე:„კარგად გვახსოვს პრეზიდენტი პერესის სიტყვები“
ფედერიკო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის ამაღელვებელია, მაგრამ როდესაც გახსნით დაპირისპირებას ბერნაბეუზე ვთამაშობთ, ჩვენი პასუხისმგებლობა იზრდება.“
„კარგად გვახსოვს ფლორენტინო პერესის სიტყვები, როდესაც მე-15 თასი მოვიგეთ. მან გვითხრა, რომ ახლა ჩვენ მე-16 თასზე უნდა ვიფიქროთ.“
„მადრიდის „რეალის“ ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“
„ახალი ფორმატი ახალი გამოწვევაა, თუმცა რამდენად იქნება უკეთესი, ამას დრო გვიჩვენებს.“
- 17 სექტემბერი 2024
- 638
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.