„რეალის“ ყველა ფეხბურთელმა მკაცრი გაფრთხილება მიიღო!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ყველა ფეხბურთელს შეატყობინა, რომ სანამ სატელევიზიო, ან ინტერნეტ გამოცემას ინტერვიუს მისცემენ, საუბრის შინაარსი კლუბთან უნდა შეთანხმდეს.
ბოლოდროინდელი კომენტარები, რომელსაც პრობლემები მოყვა „რეალის“ პრესტიჟზე ცუდად მოქმედებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვინისიუს ჟუნიორის გამოსვლა, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში მოხდა. მაშინ სამხრეთ-ამერიკელმა განაცხადა, რომ თუ რასიზმი არ შეწყდება, ესპანეთი უნდა დაისაჯოს და მუნდიალის ფინალის მასპინძლობის საშუალება არ უნდა მიეცეს.
გარდა ამისა სხვადასხვა დროს ფიქსირდებოდა გარკვეული ინტერვიუ, რომელმაც საბოლოო ჯამში კლუბის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა.
- 17 სექტემბერი 2024
- 1 540
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.