„შტუტგარტთან“ მატჩისთვის მზადება დასრულებულია
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ახალი სეზონის პირველი ტურისთვის მზადება დაასრულა.
გუნდმა სესია ფიზიკურ-ტაქტიკური ვარჯიშებით გახსნა, შემდეგ კი დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობას, პრესინგს, კარში დარტყმებს და სტანდარტებს.
აღდგენითი პროცესი დაიწყო ბრაჰიმ დიასმა, რომელსაც 2 თვეზე მეტი გაუცდება.
სასიამოვნოა, რომ სრულფასოვნად ივარჯიშეს ედერ მილიტაომ, ჯუდ ბელინგემმა და ორელიან ჩუამენიმ.
სებალიოსი, კამავინგა და დავიდ ალაბა კვლავ განაგრძობენ აღდგენით პროცესს.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება ხვალ, 17 სექტემბერს, 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 16 სექტემბერი 2024
- 169
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.