ანჩელოტი:„ეს არის ვინისიუსის მთავარი პრობლემა და არა მბაპე“
კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„გუნდში 3 მნიშვნელოვანი სიახლეა. ჩემს განკარგულებაში მილიტაო, ჩუამენი და ბელინგემი იქნებიან. ბრაზილიელის დამატებით 1 დღე სჭირდებოდა დასასვენებლად, მაგრამ ბევრი დრო არ გვაქვს.“
„შტუტგარტის““ მთავარმა მწვრთნელმა დიდი სამუშაო გასწია და ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იმყოფება. დარწმუნებული ვარ, საინტერესო საღამო იქნება. გერმანელებს დანებებას არ ჩვევიათ.“
„ლა ლიგაში სახარბიელო შედეგი არ გვაქვს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ცუდად მივდივართ. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ზოგადი ხარისხი და მომენტების მეტი რეაილიზაცია შევძლოთ.“
„კროოსის წასვლა? ეს საკითხი დახურულია, მოდით ვუყუროთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა დგანან „რეალის“ სადარაჯოზე.“
„პრობლემა კალენდარშია და არა ფეხბურთელებში. ტრავმიანობას სწორედ გადატვირთული მატჩების განრიგი იწვევს.“
„ის, რაც ვინისიუსის მიმართ ხორციელდება, ძალიან რთული ასატანია. ალბათ მეც ძალიან გამიჭირდებოდა ამის ატანა. ბრაზილიელის ერთადერთი პრობლემა რასიზმი და ეს შეძახილებია და არა მბაპე და სხვები, რასაც უაზროდ და გაუთავებლად წერენ.“
„ყოველკვირეულად ვუმჯობესდებით, გუნდი დატოვეს ფეხბურთელებმა და მოვიდნენ ახალი სახეები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სრულფასოვანი კოლექტივის მომზადება სულ რაღაც 1 თვისა და 1 კვირის წინ დავიწყე, ეს არ არის საკმარისი დრო.“
- 16 სექტემბერი 2024
- 2 102
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.