„ბეტისი“ სებას იანვარში დაუბრუნდება
„ას“-ის ცნობით, „ბეტისის“ ხელმძღვანელობა დანებებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც ანდალუსიურ კლუბს ნახევარდაცვაში დამატებითი თავსატეხები შეექმნა და გუნდში ტრავმების მხრივ პრობლემებია, ხელმძღვანელობა სებალიოსისთვის ბრძოლას კვლავ გეგმავს.
სება ამჟამად აღდგენით პროცესს გადის და მისი დაბრუნება ნოემბრის დასაწყისში იგეგმება, თუმცა „ბეტისი“ მას უკვე უმიზნებს.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამხრეთელების ხელმძღვანელობა ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს.
არსებული ცნობით, თავად ფეხბურთელი ძველ კლუბში დარუნების წინააღმდეგი არ არის, სწორედ ამიტომ, მხოლოდ „ბლანკოსის“ სიტყვა იქნება მთავარი.
- 15 სექტემბერი 2024
- 1 295
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.