კარვახალი „რეალის“ პოლიტიკას სრულად იზიარებს
დანიელ კარვახალს „რეალთან“ კონტრაქტის ხანგრძლივობის პრობლემა არ აქვს. ლეგენდარული ფეხბურთელი სრულად იაზრებს და იზიარებს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, მადრიდული გრანდი 33 წლის და უფროსი ასაკის ფეხბურთელებთან მხოლოდ 1 წლით ახანგრძლივებს ხელშეკრულებას.
არსებობს არაერთი მაგალითი, რომლის მიხედვითაც, ერთწლიან კონტრაქტებს შესაძლოა მრავალჯერადი ხასიათი მიეცეთ.
კარვახალს კარგად ახსოვს მოდრიჩი, ბენზემა, კროოსი და სხვები. შესაბამისად, ამ მხრივ გუნდში არანაირი პრობლემა არ არის.
„მარკას“ ცნობით, დანი ბედნიერია მადრიდში თამაშით და ევროპის დატოვებას არ აპირებს.
კარვახალმა მადრიდულ გრანდს უთხრა, რომ გუნდში იქამდე დარჩება, სანამ საჭიროება მოითხოვს.
იგივე „მარკას“ ინფორმაციით, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე დეტალები შეთანხმებულია და ოფიციალური განცხადება ნებისმიერ დროს შეიძლება გაკეთდეს.
- 15 სექტემბერი 2024
- 418
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.