კურტუა:„მე-100 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვით ვამაყობ“
ტიბო კურტუამ „სოსიედადთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ეს იყო ძალიან რთული მატჩი, რომელიც სანაკრებო შესვენების შემდეგ გავმართეთ. ფეხბურთელებს ცოტა დრო ჰქონდათ მოსამზადებლად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ, თანაც სტადიონზე, სადაც თამაში ძალიან რთულია.“
„მბაპემ და ვინისიუსმა ორი აშკარა პენალტი შეასრულეს და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარნენ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
„„სოსიედადს“ რამდენიმე მომენტში არ გაუმართლა და გოლისგან ძელმა გვიხსნა.“
„ის, რომ მე-100 შეხვედრაში შევინახე კარი მშრალად, არამხოლოდ ჩემი, არამედ მთელი გუნდის დამსახურებაა, რომელიც კოლექტიურად იბრძვის წარმატებისთვის.“
„მბაპე და ვინისიუსი ყველა თამაშში უფროდაუფრო მწვავე შემტევები ხდებიან და ერთმანეთს უგებენ.“
„წინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გველის, რაც მნიშვნელოვანია. როგორც ყოველთვის, „ბლანკოსი“ ევროსარბიელზე მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“
- 15 სექტემბერი 2024
- 262
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.