„რეალი“ დეივისთან მუდმივ კონტაქტზეა
ალფონსო დეივისი „ბაიერნთან“ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, მიუნხენური გიგანტი კი ზეწოლას აძლიერებს.
სულ რაღაც 10 თვეში კანადელ ფეხბურთელს ბუნდესლიგის საუკეთესო გუნდთან ხელშეკრულება ეწურება, „ბლანკოსი“ კი ფეხბურთელთან მუდმივ კავშირზეა და მის დარწმუნებას ცდილობს.
მადრიდში მიიცნევენ, რომ ალფონსო არის მინიმუმ 9-10 წლიანი პროექტი და ის ისეთივე დიდ ეპოქის შექმნის პერსპექტივას ფლობს, როგორიც კარლოსმა და მარსელომ შექმნეს.
„რეალის“ სჭირდება ექსტრა კლასის მარცხენა მცველი და კანადელს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს.
არსებული ცნობით, მადრიდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის შემთხვევაში, დეივისი სატრანსფერო ბონუსის სახით 20 მილიონ ევროს მიიღებს, ხელფასის სახით კი წლიურად 11 მილიონი განესაზღვრება.
- 14 სექტემბერი 2024
- 309
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.