„რეალის“ ოფიციალური განცხადება

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სანტიაგო ბერნაბეუზე დაგეგმილი არაერთი კონცერტი დროებით გადაიდო და სხვადასხვა თარითღზე  გადანაწილდა.

კლუბი სრულფასოვნად იცავს მუნიციპალური რეგულაციების წესებს და სწორედ ამიტომ გატარდება დამატებითი სამუშაოები.

სანტიაგო ბერნაბეუზე გატარებულია ხმის საიზოლაციო სამუშაოები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კიდევ არ არის საკმარისი რეგულაციების აბსტოლუტურად დასაცავად და კლუბი ამ მიმართულებით დამატებით სამუშაოებს ჩაატარებს.

ნოემბრისა და დეკემბრის თვეში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტი გაუქმებულია, ხოლო რამდენიმე გაზაფხულზე ჩატარდება.

გარდა კონცერეტებისა, ბერნაბეუზე არაერთი სხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელსაც ხელი არ შეეშლება, ვინაიდან ეს არ საჭიროებს ხმის გაძლიერებული სისტემების გამოყენებას.

„რეალი“ განაგრძობს მუშაობას მადრიდულ საზოგადოებასთან და არ დაუშვებს, რომ ბერნაბეუზე ჩატარებულმა რომელიმე ღონისძიებამ საზოგადოებაში დისკომფორტი გამოიწვიოს.

  • Madridista
  • 14 სექტემბერი 2024
  • 1 267
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)