„რეალმა“ ფინალური ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ ფინალური ვარჯიში გამართეს. აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტის რამდენიმე ფეხბურთელი ისევ გამოაკლდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორელიან ჩუამენიმ და ჯუდ ბელინგემმა გუშინ ივარჯიშეს, ისინი დღეს ხელმისაწვდომები არ იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „სოსიედადთან“ დაპირისპირების განაცხადშიც ვერ მოხდებიან.
კოლექტივთან ერთად დატვირთვა მიიღო ედერ მილიტაომ და ის მაღალი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
შეკრებაზე დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ კონდიციებს, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, კარში დარტყმებს და ტაქტიკურ მონახაზებს.
შეგახსენებთ, „მერენგები“ „სოსიედადს“ 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
- 13 სექტემბერი 2024
- 168
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.