დავა გრძელდება - მბაპემ ახალი დოკუმენტაცია წარადგინა
11 სექტემბერს კილიან მბაპეს წარმომადგენლობა „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას უნდა შეხვედროდა, მაგრამ შეხვედრა არ შედგა.
ესპანური გამოცემების ცნობით, მბაპეს იურისტებმა შესაბამის ორგანოებში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინეს და მოითხოვეს, რომ საქმე დროულად დაიხუროს, რათა ალ ჰელაიფს ფეხბურთელისთვის თანხის გადახდა დროულად მოუწიოს.
კილიანის წარმომადგენელთა აზრით, პარიზული კლუბი პროცესებით დროს წელავს, მაგრამ „ბლანკოსის“ შემტევი კუთვნილ თანხაზე უარს არ იტყვის და ბოლომდე იბრძოლებს.
- 12 სექტემბერი 2024
- 733
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.