ლუნინი მოედანზე ლა ლიგის მატჩებშიც გამოჩნდება
არაერთი ავტორიტეტული გამოცემა ადასტურებს, რომ ადნრეი ლუნინი და მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა 4 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა.
არსებული ცნობით, ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ, კარლო ანჩელოტი ანდრეის ლა ლიგის მატჩებშიც მისცემს შანსს.
ლუნინმა მიიღო პირობა, რომლის მიხედვითაც, სეზონში ყველა ტურნირზე მინიმუმ 20 დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას.
სამეფო თასზე მთავარი მეკარე სწორედ ანდრეი იქნება, დიდი ალბათობით იგივე გავრცელდება ესპანეთის სუპერთასზეც.
უკრაინელი კარის დარაჯი სათამაშო დროს ჩემპიონთა ლიგის კონკრეტულ შეხვედრებშიც მიიღებს.
ის, რომ მთავარი მეკარე ტიბო კურტუა იქნება, კითხვებს არ იწვევს, თუმცა „ბლანკოსი“ აპირებს, რომ მეორე მეკარეც საკმაოდ ძლიერი ჰყავდეს, სწორედ ამიტომ, გუნდმა ლუნინის გარკვეულ პირობებს კომპრომისით უპასუხა.
- 12 სექტემბერი 2024
- 253
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.