„რეალი“ კარვახალის ნებისმიერ პოზიციას პატივს სცემს
„მარკას“ ცნობით, დანიელ კარვახალმა „რეალისგან“ ოფიციალური შეთავაზება უკვე მიიღო, მაგრამ არსებობს დამატებითი გარემოებებიც.
თუ ლეგენდარული ფეხბურთელი განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მადრიდული გრანდი მას არ შეეწინააღმდეგება.
ფლორენტინო პერესის აფასებს კარვახალის დიდ პროფესიონალიზმს და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
გუნდი ასე მოიქცა ნაჩოს, კროოსის და სხვების შემთხვევაშიც, რომლებმაც წასვლა ისურვეს.
დანის შეუძლია გუნდში 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩეს და მომდევნო სეზონიდან გუნდის კაპიტნის სამკლაურიც მოირგოს, რადგან ლუკა მოდრიჩი ბერნაბეუზე ბოლო სეზონს ატარებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია, საბოლოო პასუხს კი ლეგენდარული მარჯვენა მცველი იტყვის.
- 12 სექტემბერი 2024
- 576
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.