დღის გეგმა ცნობილია - ანჩელოტი მთელ გუნდს ავარჯიშებს
კარლო ანჩელოტის 12 სექტემბრის გეგმა ჩამოყალიბებული აქვს.
იტალიელი სპეციალისტი დღეს კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, სადაც ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი გამოცხადდება.
მადრიდში იმყოფებიან ვინისიუსი, ენდრიკი და როდრიგო გოეში.
ასევე აღსანიშნავია, რომ სესიაზე დატვირთვის მიღებას აპირებს ედერ მილიტაო, რომლის აღდგენითი პროცესიც ძალიან სწრაფად გადავიდა ფინალურ ეტაპზე.
კოლექტივთან ერთად დატვირთვას მიიღებს ფერლან მენდიც.
ასევე ცნობილია, რომ ჯუდ ბელინგემი დღეს სამედიცინო შტაბს შეხვდება და მდგომარეობას შეაფასებს, რის შემდეგაც გაიცემა კონკრეტული რეკომენდაციები.
- 12 სექტემბერი 2024
- 133
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.