ოთხშაბათი:სამი მატჩი,სამი გრანდი

ოთხშაბათს ჩვენ ვაკვირდებოდით სამ განსხვავებულ მატჩს სამი განსხვავებული რეზულტატით სამი ესპანური გუნდის მონაწილეობით.

მადრიდის "რეალი"

გუშინ დორტმუნდში გაიმართა ამხანაგური მატჩი მადრიდის "რეალსა" და "დორტმუნდს" შორის,რომელიც ეძღვნებოდა გერმანული კლუბის ასი წლის იუბილეს."რეალ სოსიედადის" შემდეგ მადრიდელთა მეტოქე ბუნდესლიგის გუნდი იყო.მადრიდელებმა გაანადგურეს მეტოქე ანგარიშით 5:0.

მაგრამ ყველა ფეხბურთელს არ უთამაშია კარგად გუშინ "რეალის" შემადგენლობაში.იკერ კასილასის გაუპარსავი სახე,მცველების არადამაჯერებელი თამაში სტანდარტების დროს და კრისტიანო რონალდოს უჩვეულოდ ცუდი თამაში.As-მა დაბეჭდა სტატია იმის შესახებ,რომ "რეალი" სერიოზულ განაცხადს აკეთებს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.

"მე ვგრძნობ მეათე ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების სუნს"–განაცხადა ტომას რონსერომ.ის ამბობს:"რეალი" ადგილზეა!".Marca-მ მანუელ პელეგრინის გუნდი შეადარა მაიკ ტაისონს."ისინი არც ისე ძლიერები არიან,როგორც "ბარსელონა",არც ისე ტექნიკურები არიან,როგორც "არსენალი",ისე სწრაფები არ არიან,როგორც "მანჩესტერი",მაგრამ როცა ისინი ბრძოლობენ,ფრთხილად იყავით!".

"ბარსელონა"

"შესანიშნავი,სანახაობრივი,შეუდარებელი–ასე აიღწერება გუშინდელი მატჩი კამპ ნოუზე.90 ათასი კატალონიელი ფანი მივიდა სტადიონზე,რათა შეეფასებინა გუნდის წლევანდელი თამაშის ხარისხი,მაგრამ მათმა საყვარელმა გუნდმა განიცადა მარცხი "მანჩესტერ სიტისტან" 0:1.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი მატჩები იმართებოდა ოთხშაბათს,მაგრამ ეს მატჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო.

"მანჩესტერ სიტისთან" ამხანაგური მატჩი შანსი იყო პეპ გვარდიოლასთვის გამოეცადა კანტერას ფეხბურთელები,შეეფასებინა მათი თამაში და გადაეწყვიტა,გამოეყენებინა ისინი მომდევნო სეზონში თუ არა.სწორედ ამიტომ გამოვიდა მატჩის პირველ წუთებზე კატალონიური კლუბი მონტოიათი და ფონტასით.შემდეგ მოედანზე შემოვიდნენ გაი ასულინი,ტიაგო,ბარტრუ და ჯონათანი.გუდიონსენიც კი გამოვიდა სათამაშოდ.მატჩისთვის გამოძახებულ იქნა "ბარსელონას" 22 ფეხბურთელი.

მოედანზე გამოჩნდა გუნდის ახალწვეული ზლატან იბრაჰიმოვიჩი.ყველას სურდა ენახა მისი თამაში.მასთან ერთად ვარჯიშობდა ბრაზილიელი დანი ალვეში.

როგორც კატალონიელმა ფეხბურთელებმა,ისე შვედმა ფორვარდმაც ვერ შესძლო გოლის გატანა,მიუხედავად იმისა,რომ "ბარსას" ჰქონდა 23 შანსი კარის აღებისა.მაშინ,როცა "სიტის" სულ 3 შანსი ჰქონდა და ერთი გამოიყენა.მიუხედავად ამისა,გვარდიოლა კმაყოფილი იყო ახალწვეულების თამაშით."იბრაჰიმოვიჩი გადმოვიდა ხუთი წლით და არა ერთი დღით"–განაცხადა კატალონიელთა მწვრთნელმა.

"ატლეტიკო"

გუშინ ერთ–ერთი საინტერესო მატჩი იყო მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრა ბერძნულ "პანათინაიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.მადრიდელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 3:2.რაც მთავარია,ფორლანმა და აგუერომ ითამაშეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ისინი ერთი წლით დარჩებიან მადრიდულ კლუბში.

  • faqo
  • 21 აგვისტო 2009
  • 2 192
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)