კარვახალის კონტრაქტზე ბოლო დეტალები თანხმდება
ის, რომ დანიელ კარვახალი „რეალის“ სადარაჯოზე დარჩება, გადაწყვეტილია.
ესპანელმა ფეხბურთელმა იცის, რომ ლუკა მოდრიჩის შემდეგ „ბლანკოსის“ კაპიტნის სამკლაურს მოირგებს და ეს კიდევ უფრო დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იქნება.
კარვა გუნდთან ერთად იმყოფება და ანჩელოტისაც ესაუბრა ახალ ხელშეკრულებაზე.
ესპანური გამოცემების ცნობით, მხარეები 1 წლიანი კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რის შემდეგაც შეთანხმება ოფიციალურად დადასტურდება.
- 11 სექტემბერი 2024
- 258
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.