ვარჯიში განახლდა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლეს და ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს.
სესია სატრენაჟორო დარბაზში, ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვით დაიწყოს, რასაც მოედანზე გასვლა და ბურთთან ერთად დავალებების შესრულება მოყვა.
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ფერლან მენდიმ, თუმცა ის ბოლომდე მზად ჯერ არ არის.
კოლექტივთან ერთად ემზადებოდა ლუკა მოდრიჩიც, რომელიც ხორვატიის ნაკრებიდან ძალიან სწრაფად დაბრუნდა.
ოთხშაბათიდან სამხრეთ-ამერიკელების გარდა ყველა მოთამაშე კარლო ანჩელოტის განკარგულებაში იქნება.
- 10 სექტემბერი 2024
- 110
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.