კიდევ ერთი ბრაზილიელი „რეალში“ - პერესის გადაწყვეტილება!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს და ხუნი კალაფატს ფლორენტინო პერესისგან შესაბამისი დავალება უკვე მიღებული აქვს.
ვიტორ რეისი, რომელიც „პალმეირასში“ თამაშობს მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და პერსპექტიულ მცველად ითვლება.
ვიტორს აქვს ყველა ის მახასიათებელი, რაც ცენტრალურ მცველს სჭირდება უმაღლეს დონეზე სათამაშოდ.
არსებული ცნობით, „პალმეირასი“ ტრანსფერის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხებს ითხოვს, მაგრამ საქმეში ხუნი კალაფატი სერიოზულად ერთვება და ამ საკითხს დაარეგულირებს.
რეისის გამადრიდელება 2025 წლის ზაფხულში არის დაგეგმილი.
- 10 სექტემბერი 2024
- 1 524
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.