დეშამი:„მბაპე 1 თვეში დაუბრუნდება საუკეთესო ფორმას“
დიდიე დეშამმა ბელგიის ნაკრებთან დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩემი გუნდი მბაპესთან ერთად ბევრად ძლიერია, ვიდრე მის გარეშე. შესაძლოა, მადრიდელი ახლა საუკეთესო ფორმაში არ იყოს, მაგრამ ამას სჭირდება დაახლოებით 1 თვე.“
„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მბაპემ მცირე დროით დაისვენა, შემდეგ კი ახალ კლუბში გადავიდა და სრულიად ახალ გარემოსთან გადის ადაპტაციას.“
„საფრანგეთის ნაკრების მომდევნო შეკრებაზე კილიანი ბევრად ძლიერი შემოგვიერთდება.“
„რატომ დარჩა სკამზე მბაპე? მხოლოდ იმიტომ, რომ დაესვენა.“
- 10 სექტემბერი 2024
- 596
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.