როდრიგო:„ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო“
როდრიგო გოეშმა ბრაზილიის ნაკრებში ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
„სიმართლე გითხრათ, გავნერვიულდი, როდესაც გავიგე, რომ 30 ფეხბურთელს შორის ვერ მოვხვდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომენტი, მაგრამ როდესაც სხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებენ, ვცდილობ ყურადღება აღარ მივაქციო და საქმეზე ორიენტაცია მოვახდინო.
„მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სადარაჯოზე ვდგავარ და ეს ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. არ ვიცი რა კრიტერიმებით შეარჩიეს ფეხბურთელები, თუმცა აქ უკვე გვიანია.“
„ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ არავის ვაკნინებ და ყველა იმსახურებდა სიაში მოხვედრას.“
„დილას ვიღვიძებ და ვფიქრობ, როგორ ვივარჯიშო იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი გავხდე. ეს ჩემთვის ყოველდღიური რუტინაა.“
„გუნდური მოთამაშე ვარ და იქ ვიასპარეზებ, სადაც მეტყვიან. შემიძლია, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში. უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში კი „9“-იანზეც ვითამაშებ.“
- 9 სექტემბერი 2024
- 1 851
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.