პერესი იტალიურ მარკეტს აკვირდება
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი იტალიის სერია „ა“-ში რამდენიმე ფეხბურთელს სერიოზულად აკვირდება.
მადრიდში თამაშის ერთ-ერთი კანდიდატი ტეო ერნანდესია, რომელსაც „მილანთან“ ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.
ტეო მადრიდში თამაშობდა, თუმცა „როსონერიში“ წასვლა არჩია და სწორედ იტალიაში აჩვენა საკუთარი კლასი.
„მარკას“ ცნობით, „შავ-წითლებმა“ ფრანგ განაპირა მცველს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ ტეომ ხელფასის 4 მილიონი ევროთი გაზრდა მოითხოვა, რამაც მოლაპარაკებებში დაბრკოლებები შექმნა.
ის, რომ „მერენგები“ მომდევნო ზაფხულს მარცხენა მცველს დაიმატებენ ფაქტია. უმთავრესი ფავორიტი ალფონსო დეივისი გახლავთ, თუმცა ტეოს კანდიდატურაც აქტიურად განიხილება.
კანადელს გარკვეული უპირატესობები აქვს, რაც პირველ რიგში ასაკს უკავშირდება, თუმცა „ბლანკოსში“ იციან, რომ ტეოზეც შეიძლება 5-6 წლიანი გათვლის გაკეთება.
ამასთან ერთად, პერესს მოსწონს ნიკოლო ბარელა. პრეზიდენტი იტალიელ ფეხბურთელს შარშანაც განიხილავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტონი კროოსმა დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, ბარელას მიმართ ინტერესიც განელდა.
- 8 სექტემბერი 2024
- 1 372
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.