მარტინესმა ოფიციალური შეთავაზება მიიღო
„„რეალი“ ჟოან მარტინესის მხარდაჭერას განაგრძობს. ესპანური გამოცემების ცნობით, „მერენგების“ ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა მოთამაშეს ახალი კონტრაქტი შესთავაზა.
ეს არის მხარდაჭერის შესანიშნავი გამოვლინება და მინიშნება, რომ „ბლანკოსი“ ახალგაზრდა უკანახაზელზე დიდი გათვლის გაკეთებას აპირებს.
ჟოანი მოედანზე 6-7 თვით არის ჩამოშორებული, მაგრამ „ბლანკოსი“ მას გაუმჯობესებულ კონტრაქტს და 3-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობს.
ახალგაზრდა ესპანელი მცველის აღდგენითი პროცესი 11 სექტემბრიდან დაიწყება, ახლა კი პოსტოპერაციული მანიპულაციები მიმდინარეობს.
„მარკას“ ცნობით, მარტინესის ოჯახი „ბლანკოსის“ მადლიერია და ფეხბურთელს თავს დაფასებულად გრძნობს.
- 8 სექტემბერი 2024
- 650
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.