ანჩელოტის მითითება ფეხბურთელებს - კვირას ყველა მადრიდში!
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ფეხბურთელებს კარლო ანჩელოტიმ 5 დღიანი შვებულება გამოუწერა.
ამ დროის მონაკვეთში ფეხბურთელებს შეუძლიათ მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალური ვარჯიშით დაკავდნენ, სხვა სახის დატვირთვა კი გამორიცხონ.
ამასთან ერთად, ფეხბურთელებმა მიიღეს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში ესპანეთიც დაეტოვებინათ, მაგრამ კვირას, 8 სექტემბერს, საღამოს ყველა დედაქალაქში უნდა იყოს.
ამ ნაბიჯით ანჩელოტის სურს, რომ მოთამაშეებმა კონცენტრაცია მოახდინონ და სამშაბათის ვარჯიში სრულფასოვნად ჩაატარონ.
„მარკას“ ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა სამშაბათის ვარჯიში შესაძლოა არა დილით, არამედ საღამოს ჩაატაროს, რათა მოთამაშეებმა დამატებით კიდევ რამდენიმე საათი დაისვენონ.
რაც შეეხება „სოსიედადთან„ დაპირისპირებას. ეს შეხვედრა 14 სექტემბერს არის ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრამდე „მერენგები“ 4 სრულფასოვან სესიას ჩაატარებენ.
გუნდი შევსებას სამშაბათიდან დაიწყებს, ოთხშაბათს უფრო მეტ მოთამაშესთან ერთად ივარჯიშებს, ხუთშაბათს კი ანჩელოტის განკარგულებაში ყველა მოთამაშე უნდა იყოს.
- 8 სექტემბერი 2024
- 606
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.