ანჩელოტი:„მისი დონის ფეხბურთელი არასდროს გამიწვრთნია“

კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუ ჩაწერა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილა.

„მადრიდის „რეალში“ უდიდესი სტანდარტებია. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომელსაც შესაბამისი გამოყენება სჭირდება. ყოველთვის დიდ უპირატესობას ვანიჭებ მეგობრულ ურთიერთობებს და სწორედ ეს არის წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი.“

„ის, რომ როდრიგოს, მბაპეს და ვინისიუსს ერთად თამაში შეუძლიათ, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მერწმუნეთ, ვიცი, როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს მათთან, რადგან საოცარი ფეხბურთელები არიან და რაც ყველაზე მთავარია, ითავისებენ, რას ნიშნავს იდგე მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სადარაჯოზე.“

„ენდრიკის ადაპტაცია სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის 18 წლის სულ ცოტა ხნის გახდა და ევროპაში გადმოვიდა საცხოვრებლად. ის ეჩვევა სულ სხვა ტრადიციებს, კულტურას, კვებას, ცხოვრების წესს, რეჟიმს და ასე შემდეგ.“

„მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ გაბრაზებაც ვიცი. ხშირად დამისვამს კითხვა ჩემი თავისთვის, რატომ ვერ ვიკავებ ემოციებს და ვგიჟდები, როდესაც სტრესში ვარ.“


„კრიშტიანო რონალდუ არამხოლოდ თანამედროვე ფეხბურთის, არამედ ყველა დროის გამორჩეული ვარსკვლავია. ის გახლავთ მოთამაშე, რომელმაც მაგალითი მისცა არაერთ ბავშვს მსოფლიოში. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ პორტუგალის დონის მოთამაშესთან არასდროს მიმუშავია.“

„ჩემს თავს ფეხბურთში კიდევ ვხედავ. არ ვიცი, როდის დავასრულებ სამწვრთნელო კარიერას, თუმცა ახლა ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გამოცდილება ზურგს მიმაგრებს და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გამოწვევის მიღება შემიძლია. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“

„სამწვრთნელო შტაბის მუშაობა ხშირად ექცევა ჩრდილქვეშ და ყველაფერს მთავარ მწვრთნელს მიაწერენ ხოლმე. მერწმუნეთ, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს დავიდე, პინტუსი და სხვები. რომ არა ისინი, ვერაფერს მივაღწევდი. შტაბში ყველა წევრს საკუთარი დავალება აქვს და იცის, როგორ მიიყვანოს გუნდი წარმატებამდე.“

„ცხოვრება ზეწოლისა და მცირე სტრესის გარეშე არ არსებობს. უნდა იცოდე, როგორ მართო სიტუაცია და იპოვო გამოსავალი. ყოველთვის ვუსმენ ჩემს ასისტენტებს და ვცდილობ, გავითვალისწინო მათი აზრი. კრიტიკა ყოველთვის იქნება, ვინაიდან იდეალური არასდროს არავინაა.“

„მრავალი წელია ფეხბურთში ვმოღვაწეობ, მაგრამ თითოეული თამაშის წინ მაქვს განცდები. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნე და საჭირო მომენტში გუნდისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღო.“

  • Madridista
  • 7 სექტემბერი 2024
  • 12 883
  • 1

1

8 სექტემბერი 2024 11:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 307

პაპა, ეხლა შენ გაქვს დიდი მისია მბაპესთან და ენდრიკთან დაკავშირებით, რასაც ემატება კროოსის გარეშე ნახევარდაცვის ფორმირება. მიხედე ამ საკითხს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)