დიდი ეპოქა სრულდება - სერხიო რამოსი!
სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მარკეტი ღიაა თურქეთში იქნება 15 სექტემბრამდე, თუმცა სერხიო რამოსი თავისუფალი აგენტის სტატუსით შესაძლოა ნებისმიერ კლუბს შეუერთდეს.
დიახ, 38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი „სევილიადან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობს, მაგრამ ვერცერთ გუნდთან ვერ შეძლო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება.
მას შემდეგ, რაც „რეალში“ ტრავმების ეპიდემია დაიწყო და დაცვაში პრობლემები შეიქმნა, პერესს მოუწოდებდნენ, ლეგენდასთან 1 წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ამ ეტაპზე რამოსი უკლუბოა და ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თუ სექტემბრის ბოლომდე სიახლე არ იქნება, ფეხბურთელი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.
ეს იქნება დიდი ეპოქის დასასრული, რომელიც „რეალისა“ და „ფურია როხას“ ლეგენდამ შექმნა და მილიონობით გულშემატკივარს შეაყვარა თავი.
- 7 სექტემბერი 2024
- 1 258
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.