მილიტაოს ალტერნატივა ჩუამენია, თუმცა შანსს ჯაკობოც ელის
ჯაკობო რამონი კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი ფავორიტი ახალგაზრდაა.
როგორც მოგეხსენებათ, ედერ მილიტაომ ბრაზილიის ნაკრებში ტრავმა მიიღო და სათამაშოდ მზად არ არის, სწორედ ამიტომ, კარლო ანჩელოტის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
თუ ორელიან ჩუამენი გამოჯანმრთელებას მოასწრებს, შესაძლოა რუდიგერს ის შეუწყვილდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ჩამშლელი ნახევარმცველი იქნება, ვინაიდან ედუარდო კამავინგაც ტრავმირებულია.
მეორე ვარიანტად ჯაკობო რამონი სახელდება, რომელიც მთავარ გუნდთან ერთად ძალიან კარგად ვარჯიშობს და იტალიელი სპეციალისტის დიდ სიმპატიებს იმსახურებს.
- 6 სექტემბერი 2024
- 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.