მოდრიჩი:„ნაკრებში იქამდე ვითამაშებ, სანამ შემეძლება“
ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა.
„პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრა რა თქმა უნდა, საინტერესო და სასიამოვნო იქნება. „და ლუჟის“ არენა ყოველთვის იწვევს დიდ მოგონებებს, რომელიც აქაურობასთან მაკავშირებს.“
„რონალდუ ჩემი მეგობარია. ვამაყობ, რომ პორტუგალიელთან ერთად „რეალში“ საოცარი ეპოქა შევქმენი და ეს ისტორია დავიწყებას არასდროს მიეცემა.“
„ჩემთვის სასიამოვნო იქნება კრიშტიანოსთან ერთად მოედანზე ყოფნა. ჩვენ ახლა მეტოქეები ვიქნებით, მაგრამ მეგობრობა და ურთიერთობა არსად იკარგება.“
„ნაკრებში იქამდე ვითამაშებ, სანამ ჩავთვლი, რომ გუნდის დახმარება შემიძლია, შემდეგ კი თანაგუნდელებს დავემშვიდობები.“
- 5 სექტემბერი 2024
- 381
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.