„რეალში“ 3 ახალი მეგავარსკვლავი გადავა - პერესის გეგმა!
ფლორენტინო პერესი 2025 წლის სატრანსფერო გეგმებზე მუშაობას უკვე იწყებს და შესაბამისი სამსახურებიც გააქტიურებულები არიან.
„რეალის“ პრეზიდენტს სურს, რომ მომდევნო ზაფხულს „მერენგების“ რიგებში როდრიმ, ალფონსო დეივისმა და ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა ითამაშონ.
ფლორენტინოს აზრით, ზემოაღნიშნული 3 ტრანსფერი „ბლანკოსში“ არსებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს და სამწვრთნელო შტაბს ექნება შესაძლებლობა კიდევ იფიქროს და იზრუნოს მწვერვალების დაპყრობაზე.
წინა ხაზში გუნდს რესურსი ნამდვილად აქვს, დაცვის ფლანგებზე გაძლიერება კი გარდაუვალია.
რაც შეეხება როდრის, პერესი მიიჩნევს, რომ ესპანელის სამშობლოში დაბრუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება კროოსის წასვლის შემდეგ.
- 4 სექტემბერი 2024
- 4 238
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.