„რეალის“ წლის კლუბის ჯილდოსთვის იბრძოლებს
მადრიდული გრანდი France Football-ის ვერსიით წლის კლუბის ჯილდოსთვის იბრძოლებს.
მადრიდული გრანდის კონკურენტები „ჟირონა“, „დორტმუნდი“, „ლევერკუზენი“ და მანჩესტერ „სიტი“ იქნებიან.
რაც შეეხება გამარჯვებულის გამოვლენას, აქ მოქმედებს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, საუკეთესო გუნდად დასახელებდა კლუბი, რომლის ყველაზე მეტი ფეხბურთელი მოხვდება სიმბოლურ თერთმეტეულში.
მადრიდული გამოცემების ცნობით, „რეალი“ უმთავრესი ფავორიტია, ვინაიდან ძირითად თერთმეტეულში ადგილი აუცილებლად ექნებათ გარანტირებული დანიელ კარვახალს, ჯუდ ბელინგემს, ვინისიუს ჟუნიორს და როდრიგოს. შემადგენლობაში მაღალი ალბათობით უნდა მოხვდეს ტონი კროოსიც.
- 4 სექტემბერი 2024
- 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.