ხოსელუ:„მბაპე კეტჩუპის ბოთლს ჰგავს“
ხოსელუ მატო ესპანეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება და ადგილობრივ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც „რეალზე“ ისაუბრა.
„ის, რომ „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ეჭვს არ იწვევს. ეს გუნდი არამხოლოდ სპორტული თვალსაზრისით არის უალტერნატივო. ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევს ფეხბურთელების ოჯახის წევრებს და მათ კეთილდღეობას, ეს არის უდიდესი სტანდარტი, რომელიც კლუბში წლების მანძილზე ყალიბდებოდა. მიხარია, რომ შარშან ამ საოცარი გუნდის ნაწილი ვიყავი.“
„ოქროს ბურთის მთავარ კანდიდატებად ვინისიუსს, ბელინგემს, კარვახალს და კილიან მბაპეს მივიჩნევ. სწორედ მათ შორის უნდა გათამაშდეს საუკეთესოს ჯილდო.“
„ჩვენ ყველას თავდამსხმელებზე გვაქვს თვალი, ვინაიდან ისინი ბევრ გოლს იტანენ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რა სამუშაო გასწია დანიმ, ის იმსახურებს ოქროს ბურთს და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად დავაჯილდოებდი.“
„„რეალმა“ პირველ 4 ტურში საუკეთესო ფეხბურთი ვერ იჩვენა, მაგრამ მოდით ნუ ვიფრენთ ცაში და დავეშვათ დედამიწაზე. ჯერ არაფერი დასრულებულა და ანჩელოტის გუნდი ამ სიტუაციას მალე შეცვლის.
„დარწმუნებული ვარ, „მერენგები“ 6 ტიტულის მოსაგებად იბრძოლებენ, ამისთვის მათ ყველაფერი აქვთ.“
„მახსოვს მომენტი, როდესაც გუნდი ბენზემამ დატოვა და „რეალი“ ყველამ ჩამოწერა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სეზონში კოლექტივმა მხოლოდ 2 მატჩი წააგო და ამით ყველაფერი ნათქვამია.“
„მბაპე კრიტიკა? ეს სრული სისულელეა, ფრანგი აუცილებლად გაიბრწყინებს. ის კეტჩუპუს ბოთლს ჰგავს, რომელსაც შესაძლოა ერთხელ მოუჭირო და არაფერი გადმოვიდეს, თუმცა მეორე ცდაზე ორჯერ მეტ რაოდენობას მიიღებ. ასე იქნება კილიანის შემთხვევაშიც, მან უკვე დაიწყო გოლების გატანა და ეს სერია გაგრძელდება.“
- 4 სექტემბერი 2024
- 1 122
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.