კამავინგა:„დაბრუნებას მოუთმენლად ველი“
ედუარდო კამავინგამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ სეზონში საუკეთესო ფეხბურთს ვითამაშებ.“
„საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდისტა გავხდი და გამოცდილება დავაგროვე. 3 წლის განმავლობაში მუდმივ პროგრესს ვაჩვენებდი.“
„კროოსის წასვლამ ყველას გული დაწყვიტა, ის უდიდესი ფიგურა იყო, რომელმაც ნახევარმცველებს ბევრი გვასწვლა. მსურს, მის კვალს გავყვე და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო.“
„აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მოედანზე დაგეგმილ დროს დავბრუნდები და ვეცდები, სათამაშო დრო ეფექტურად გამოვიყენო.“
„სანაკრებო შესვენების შემდეგ ინტენსიურ ვარჯიშს დავიწყებ და მოედანზე გასვლასაც მალე შევძლებ.“
- 4 სექტემბერი 2024
- 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.