სამეფო კლუბმა აღდგენითი ვარჯიში გამართა
„ბეტისთან“ გამარჯვების შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდმა აღდგენითი სესია გამართა, თუმცა შეკრებაზე მეტწილად კასტილიელები გამოცხადდნენ.
ეროვნულ ნაკრებში წასული ფეხბურთელები დღეს გუნდთან ერთად არ იყვნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი სესია ჩაატარეს.
დანი სებალიოსი აღდგენით პროცესს იწყებს, კამავინგა, ჯუდ ბელინგემი და დავიდ ალაბა კი კვლავ ამ პროცესში არიან.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს და სტანდარტულებს.
ანჩელოტი მთელი კვირის განმავლობაში ასეთ ფორმატს აირჩევს, მომდევნო კვირიდან კი კოლექტივი ეტაპობრივად შეივსება.
- 2 სექტემბერი 2024
- 152
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.