სებალიოსის 150-ე მატჩი და პერესის საჩუქარი
დანი სებალიოსმა მადრიდის „რეალში“ 150-ე დაპირისპირება გამართა.
ესპანელმა ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდში მეექვსე სეზონი დაიწყო, მის ანგარიშზე 15 მოგებული ტიტული და 7 გატანილი გოლი.
აღსანიშნავია, რომ სებას მონაწილეობით გუნდმა 112 დაპირისპირების მოგება შეძლო.
150-იდან 98 შეხვედრა ლა ლიგაზე მოდის, 22 ჩემპიონთა ლიგაზე. 19 სამეფო თასზე, 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, 3 ევროპის სუპერთასზე და 5 ესპანეთის სუპერთასზე.
„ბეტისის“ დამარცხების შემდეგ, ფლორენტინო პერესი „ბლანკოსის“ გასახდელში ჩავიდა და ესპანელ ფეხბურთელს სპეციალური მაისური გადასცა საჩუქრად.
- 2 სექტემბერი 2024
- 165
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.