ანჩელოტი:„მბაპესთვის დუბლი კარგი მოტივაცია იქნება.“
კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, მეორე ნახევარი კი გაცილებით უკეთესი იყო. ფეხბურთელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს მეტოქესთან, რომელიც ბოლო წლებში „ბლანკოსს“ ყოველთვის უქმნიდა პრობლემებს.“
„მბაპესთვის გოლები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არანაირი ზეწოლა არ განგვიხორციელებია. კილიანი კიდევ ბევრს გაიტანს.“
„4-3-3 სისტემა ავირჩიეთ და დაცვაშიც კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ორელიან ჩუამენი ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს, ის ყველა წერტილშია.“
„ვინისიუსმა პენალტი მბაპეს დაუთმო, რადგან სურდა, რომ ფრანგს დუბლი შეესრულებინა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეგობრობას, რომელიც ფეხბურთელებს შორის არსებობს.“
„ბრაჰიმ დიასს და ფრან გარსიას არ ვთვლი სკამის მოთამაშეებად, ისინი მოედანზე ხშირად ჩნდებიან და გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებს წარმოადგენენ.“
„გუნდს გოლების გატანის პრობლემა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა კომპონენტში ვაჩვენებთ პროგრესს.“
„ახლა როდესაც, იდეალური ფორმისთვის უნდა ვიბრძოდეთ, სანაკრებო შესვენება იწყება. ეს არ არის კარგი ჩვენი ფეხბურთელებისთვის. იმედი მაქვს, ნაკრებიდან დაზიანებით არავინ დაბრუნდება, იქამდე კი განახევრებული შემადგენლობის მომზადება მომიწევს.“
„გუნდს შეუძლია, როგორც 4-3-3, ასევე 4-4-2 სისტემის იდეალურად გამოყენება. ბელინგემის დაბრუნების შემდეგ როტაციები აუცილებლად გვექნება.“
„როდის დაჯდება მბაპე სკამზე? კილიანს სკამზე მაშინ დავსვამ, როდესაც დაიღლება. „რეალში“ როტაცია ყოველთვის მოსალოდნელია და თითო მატჩში დასვენებას ყველა იმსახურებს.“
- 2 სექტემბერი 2024
- 2 001
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.