„რეალი“ ან „ბარსელონა“ - ტრენტი არჩევანს გააკეთებს
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპულისა“ და ტრენტ ალექსანდრ არნოლდის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, მაგრამ წარმატებისკენ არ მიდის.
ინგლისელ ფეხბურთელს პრემიერლიგის დატოვება აქვს მიზნად დასახული, სწორედ ამიტომ, „მერსისაიდელებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს.
არსებული ცნობით, ტრენტისთვის საუდის არაბეთი მისაღები არ არის და ის არჩევანს მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გააკეთებს.
2025 წლის 30 ივნისის შემდეგ არნოლდი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.
ფლორენტინო პერესი ტრენტს დანიელ კარვახალის იდეალურ შემცვლელად განიხილავს.
- 1 სექტემბერი 2024
- 635
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.