სებალიოსი უკმაყოფილია, დანის წასვლა სურდა
დანი სებალიოსს მადრიდის „რეალიდან“ წასვლა სურდა.
მადრიდული გამოცემების ცნობით, სებას მიზანი „ბეტისში“ დაბრუნება იყო და სწორედ ამიტომ უთხრა უარი „მონაკოს“ და საუდის არაბეთის გუნდებს.
„მარკას“ ცნობით, დანი უკმაყოფილო იყო „რეალისა“ და „ბეტისის“ ჩაშლილი მოლაპარაკებებით, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულს დარჩა.
ესპანელი იძულებულია, კარლო ანჩელოტის მითითებები შეასრულოს და ბოძებული შანსი გამოიყენოს.
- 1 სექტემბერი 2024
- 487
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.