„რეალის“ რადარზე 18 წლის ბრაზილიელი მცველია
ვიტორ რეისი, რომელიც „პალმეირსას“ ღირსებას იცავს, ხუნი კალაფატის დიდი სიმპატიებით სარგებლობს.
2006 წელს დაბადებული ფეხბურთელი ცენტრალური მცველია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.
ვიტორი 186 სანტიმეტრია და საკმაოდ კარგად თამაშობს მეორე სართულზე, ასევე აქვს კარგი სისწრაფე და პოზიციონირება.
მადრიდული გამოცმეების ცნობით, რეისთან დაკავშირებით, „ბლანკოსი“ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, თანაც ფლორენტინო პერესს „პალმეირასთან“ კარგი ურთიერთობა აქვს.
გარდა „რეალისა“, ახალგაზრდა მცველზე პრეტენზიას აცხადებენ ტურინის „იუვენტუსი“ და „ასტონ ვილა“.
- 1 სექტემბერი 2024
- 422
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.