"რეალი" - "ოსასუნა"
დაახლოებით ოთხთვიანი პაუზის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე ისევ გაიმართება ლა ლიგის მატჩი.
როგორც იცით, ჟოზე მოურინიოს სახლში უკვე ძალიან დიდი ხანია არ წაუგია. პორტუგალიელი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ 136 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აუცილებლად გაგრძელდება.
"რეალის" გულშემატკივრებს აწუხებთ კითხვა, ვინ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში. პეპე, რონალდო, რამოსი, კარვალიო, მარსელო, ხედირა, ალონსო და იგუაინი ეჭვგარეშე სასტარტო შემადგენლობაში არიან. მაგრამ დანარჩენი მოთამაშეების ვინაობა გაურკვეველია.
მოურინიომ გუნდში გამოიძახა ლასანა დიარა, რომელმაც ერთი კვირის წინ "მალიორკასთან" მატჩში ტრავმა მიიღო. გუნდს ვერ დაეხმარება მაჰამადუ დიარა, კაკა, გაგო, ალბიოლი და გარა. ეს ფეხბურთელები ტკივილებს გრძნობენ და თამაშს კიდევ დიდი ხანი ვერ მოახერხებენ.
მოურინიო: "იმედი მაქვს ბერნაბეუ კამაჩოს გულთბილად დახვდება. მატჩი ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ბერნაბეუზე პირველი მატჩის მოსაგებად. ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება."
დანაკლისებით მოუწევს თამაში "ოსასუნასაც". გუნდს ცენტრალური მცველები აკლია და მათ პოზიციას სხვა ფეხბურთელები დაიკავებენ.
- 11 სექტემბერი 2010
- 1 558
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.