„ბეტისთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა

სამეფო კლუბის ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და ფინალური ვარჯიში გამართეს.

ლა ლიგის მეოთხე ტურში „მერენგების“ მეტოქე „ბეტისი“ იქნება, ფეხბურთელებმა კი მატჩის წინ ბოლო რჩევა-დარიგებები მიიღეს.

სესიაზე კვლავ ვერ დაიტვირთნენ ხესუს ვალიეხო, დავიდ ალაბა, ჯუდ ბელინგემი და ედუარდო კამავინგა.

კარლო ანჩელოტიმ მზადების დროს დიდი ყურადღება დაუთმო კონტრ-შეტევებს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, ბურთის ფლობას და კარში დარტყმებს.

გუნდთან ერთად ბაზაზე რამდენიმე კასტილიელიც იყო, რომელიც სამწვრთნელო შტაბის მითითებებს ასრულებდა.

შეგახსენებთ, „ბლანკოსი“ ანდალუსიურ კლუბს კვირას, 23:30 საათზე უმასპინძლებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (25)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)