დღის გეგმა ცნობილია!
კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებს დასვენების დრო არ აქვთ. გუშინ გვიან ღამით „რეალი“ ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა.
ფეხბურთელები დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე შეიკრიბებიან საწვრთნელ ბაზაზე და ვარჯიშს გამართავენ.
გუნდს მხოლოდ 2 დღე აქვს იმისთვის, რომ კვირის დაპირისპირებისთვის მოემზადოს. ანჩელოტი სესიებს დღეს საღამოს და ხვალ დილით ჩაატარებს.
შეგახსენებთ, კვირას „ბლანკოსი“ „ბეტისის“ წინააღმდეგ იასპარეზებს, მატჩი კი თბილისის დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.
- 30 აგვისტო 2024
- 679
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.