რონალდუმ ლიგის ახალი ფორმატის 3 მთავარი ფავორიტი დაასახელა
კრიშტიანო რონალდუს აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე ახალი ფორმატის პირობებშიც მადრიდის „რეალი“ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
„ახალი ფორმატი საინტერესოა. სიმართლე გითხრათ, სიამოვნებით ვითამაშებდი ჩემპიონთა ლიგაზე.“
„არასდროს დამავიწყდება მოგონებები, რომელიც ამ ტურნირზე მქონდა.“
„მადრიდის „რეალთან“ ერთად რამდენჯერმე გავხდი ჩემპიონი, ასევე დაუვიწყარი იყო პირველი თასი, რომელიც მანჩესტერ „იუნაიტედის“ რიგებში მოვიგე.“
„გოლების რაოდენობა? ყველა გოლი მახსოვს, რადგან ეს განსაკუთრებული ტურნირია.“
„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის პირობებშიც „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ასევე მივიჩნევ, რომ კარგი შანსი ექნება მიუნხენის „ბაიერნსაც“ და არ გამოვრიცხავ რომელიმე ბრიტანული კლუბის ფინალში ხილვას.“
- 30 აგვისტო 2024
- 2 057
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.