მოდრიჩი:„მთელი მატჩი ტემპის პრობლემა გვქონდა“
ლუკა მოდრიჩმა „ლას პალმასთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. გუნდს აკლდა აგრესია და ტემპი. მთელის მატჩის განმავლობაში, ტემპის პრობლემა გვქონდა ამაზე პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელშიც ვისაუბრეთ.“
„ბუნებრივია, ყველა არ არის ოპტიმალურ კონდიციაში, მაგრამ ეს ვერ იქნება გასამართელებელი საბუთი. ჩვენ უნდა მოვუმატოთ და მეოთხე ტურში აუცილებლად გავიმარჯვოთ.“
„სანაკრებო პაუზის შემდეგ, „რეალი“ ვალდებულია, ყველა შეხვედრა მოიგოს და ლა ლიგაში სიტუაცია შეცვალოს. კონკურენტებთან ჩამორჩენა სეზონის შუა ნაწილში პრობლემებს შექმნის, ამიტომ საჭიროა სტაბილური ასპარეზობა.“
- 30 აგვისტო 2024
- 336
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.