ანჩელოტი:„ეს უკვე სერიოზული პრობლემაა“
კარლო ანჩელოტიმ „ლას პალმასთან“ ვერმოგებული დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„რა თქმა უნდა, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ვიაზრებ, რომ გუნდში გარკვეული ხარვეზები მოსაგვარებელია.“
„ბურთს ძალიან ნელა ვატარებდით, ტემპი გვაკლდა, სწორედ ამიტომ, ჩვენი შეტევები არ იყო მწვავე ხასიათის. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, რომელზეც უნდა ვიმუშავოთ. ყოველთვის გვახასიათებდა სწრაფი და აგრესიული შეტევები, ახლა კი ამ მიმართულებით სიტუაციის შეცვლა მოგვიწევს.“
„მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე გვაქვს და ვეცდებით, ბევრი ვივარჯიშოთ და ხარვეზები აღმოვფხვრათ.“
„ტრანსფერები არ იქნება. იგივე გითხარით რამდენიმე დღის წინ. გუნდი არ აპირებს ვინმეს დამატებას.“
„ჩვენ ღია სტრატეგია და მიდგომები, რომელსაც არ შევცვლით. დიახ, 3 ტურში 2 ფრე ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ ვეცდებით, მოგებების სერია დავიწყოთ.“
- 30 აგვისტო 2024
- 2 223
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.