„რეალი“ კანარის კუნძულებზეა
მადრიდის „რეალის“ თვითმფრინავი სულ ცოტა ხნის წინ დაეშვა კანარის კუნძულების აეროპორტში.
ფეხბურთელებს უამრავი ადგილობრივი გულშემატკივარი დახვდათ, რომლებმაც ავტოგრაფები მიიღეს და საყვარელ მოთამაშეებთან ერთად ფოტოები გადაიღეს.
გუნდი ახლა სასტუმროში მიემგზავრება, სადაც დაისვენებს და მთელ ყურადღებას საღამოს მატჩზე გადაიტანს.
შეგახსენებთ, „ლას პალმასისა“ და მადრიდული გრანდის შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.
- 29 აგვისტო 2024
- 196
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.