„რეალის“ რადარზე 4 ნახევარმცველია!
ესპანური გამოცემების ცნობით, მომდევნო საათებში მადრიდის „რეალი“ მაღალი დონის ნახევარმცველის დამატებას შეეცდება.
ფლორენტინო პერესი ხვდება, რომ სებალიოსის წასვლის ფონზე გუნდს შუა რგოლის გაძლიერება აუცილებლად დასჭირდება, სწორედ ამიტომ აქტივობაა საჭირო.
ანჩელოტის ყველაზე მეტად ფაბიან რუისი მოსწონს, ესპანელმა ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავად იასპარეზა, მაგრამ „პსჟ“ მას არ შეელევა, სწორედ ამიტომ შეთანხმება გამორიცხულია.
კვლავ ღიად რჩება როდრის საკითხი, მაგრამ „რეალი“ იაზრებს, რომ თუ როდრიგო გოეშს არ დათმობს, „სიტი“ გუნდის უდავო ლიდერს არ შეელევა.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეფო კლუბს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაუკავშირეს.
- 29 აგვისტო 2024
- 1 123
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.