12 წელი ესპანეთის ისტორიული სუპერთასიდან
დღეს, 29 აგვისტოს 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის სუპერთასის ორ რაუნდიან ბრძოლაში „ბარსელონა“ დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.
პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს, „ნოუ კამპზე“ გაიმართა, რომელიც „მერენგებმა“ 3-2 წააგეს, მეორე შეხვედრა კი 29 აგვისტოს ბერნაბეუზე შედგა, სადაც მადრიდულმა გრანდმა 2-1 იმარჯვა და საბოლოო ჯამში ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა.
„ნოუ კამპის“ დაპირისპირებაში გოლების გატანა კრიშტიანო რონალდუმ და ანხელ დი მარიამ შეძლეს, ბერნაბეუზე კი თავი გონსალო იგუაინმა და რონალდუმ გამოიჩინეს.
საჩემპიონო დაპირისპირებაში „ბლანკოსის“ შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა - კასილიასი, არბელოა, პეპე, რამოსი, მარსელო, ალონსო, ხედირა, იოზილი (მოდრიჩი 83წთ), დი მარია (კალეხონი 79წთ), იგუაინი (ბენზემა 81წთ) და კრიშტიანო რონალდუ.
- 29 აგვისტო 2024
- 229
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.