როდრი სამეფო კლუბში, როდრიგო მან.სიტიში?
ესპანური გამოცემების ცნობით, დანი სებალიოსის „რეალიდან“ წასვის შანსი საათობრივად იზრდება.
„მარკა“ იუწყება, რომ ფლორენტინო პერესი სატრანსფერო მარკეტზე ბრუნდება, ვინაიდან აცნობიერებს, რომ გუნდის ნახევარდაცვაში ფეხბურთელის დამატებაა საჭირო.
მარიო მარტინმა კოლექტივი იჯარის წესით დატოვა, ასევე წავიდა ნიკო ფასი, ახლა კი წამსვლელთა სიას დიდი ალბათობით სებალიოსიც შეუერთდება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი მანჩესტერ „სიტისთან“ დაკავშირებას და გარიგების ფორსირებულ რეჟიმში წარმართავს გეგმავს.
მადრიდში ხვდებიან, რომ როდრის დამატების საშუალება ფაქტობრივად არ არსებობს, თუ „რეალი“ როდრიგო გოეშს არ დათმობს.
ბრაზილიელი ვარსკვლავი გვარდიოლას დიდი სიმპატიებით სარგებლობს და შესაძლოა გარიგების გასაღებიც გახდეს.
თუ გოეში მადრიდულ გრანდს დატოვებს, ანჩელოტი კვლავ 4-4-2 სისტემას აირჩევს, სადაც ვინისიუსი და მბაპე ერთად შეუტევენ, ნახევარდაცვას კი როდრის სახით უდიდესი ნამატი ექნება.
იგივე „მარკა“ იუწყება, რომ „მერენგები“ ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავენ, ვინაიდან ხვდებიან, რომ მან.სიტის დაყოლიება მარტივი არ იქნება.
გამომდინარე იქედან, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, არჩევანიც მწირია.
- 28 აგვისტო 2024
- 1 646
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.