კეპა „რეალს“ „ბორნმუთიდან“ დაელოდება

ბრიტანული გამოცემების ცნობით, კეპა არიზაბალაგამ მადრიდის „რეალისგან“ შეიტყო, რომ ანდრეი ლუნინი კლუბს ამ სეზონში არ დატოვებს, სწორედ ამიტომ „ბორნმუთზე“ გააკეთა არჩევანი და ბერნაბეუზე დაბრუნების გზა დაიტოვა.

კეპამ უარი თქვა საუდის არაბეთში თამაშზე, „ბორნმუთის“ ღირსებას კი 1 წლიანი იჯარის წესით დაიცავს.

ბასკ კიპერს „რეალში“ დაბრუნება სურს, ფლორენტინო პერესი კი მისთვის კარს არ კეტავს.

ლუნინთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმება არ არსებობს და ეს მოლაპარაკებები სავარაუდოდ 2025 წლის ზაფხულამდე გადაიდება.

თუ უკრაინელი კიპერი 1 წელიწადში გუნდს დატოვებს, „ბლანკოსს“ დიდხნიანი ფიქტი არ მოუწევს და არიზაბალაგას დაიმატებს.

კეპა მიხვდა, რომ საუდის არაბეთში გადასვლის შემთხვევაში, მისი „რეალში“ მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, სწორედ ამიტომ აირჩია პრემიერლიგა და 1 წლიანი ხელშეკრულება ახალ კლუბთან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)