„ლას პალმასთან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ლა ლიგის მე-3 ტურისთვის მზადებას აგრძელებენ.
დღევანდელ სესიაზე კარლო ანჩელოტიმ ძალიან დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს და კარში დარტყმებს.
თავის მხრივ, ანტონიო პინტუსმა ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით საკუთარი დავალებები გასცა და ფეხბურთელების ახალი მონაცემები შეაგროვა.
ხესუს ვალიეხო ინდივიდუალურად მზადებას განაგრძობს, ხოლო დავიდ ალაბა, ბელინგემი და ედუარდო კამავინგა კვლავ აღდგენით პროცესში არიან.
- 27 აგვისტო 2024
- 38
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.