400 მილიონი ვინისიუს ჟუნიორისთვის - საბოლოო შეთავაზება!
საუდის არაბეთის მხარე არ ჩერდება. ვინისიუს ჟუნიორის მიმართ ზეწოლა იზრდება, მადრიდის „რეალს“ კი სოლიდური შეთავაზება აქვს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არაბები მზად არიან, მადრიდის „რეალის“ მეგა ვარსკვლავს საოცარი კონტრაქტი შესთავაზონ, რაც პირველ რიგში იმას ითვალისწინებს, რომ ვინის 2026 წლიდან ნებისმიერ დროს შეეძლება კლუბის დატოვება.
რაც შეეხება „რეალის“ მიმართ არსებულ შეთავაზებას. სამეფო კლუბი წინახაზელის სანაცვლოდ 400 მილიონ ევროს მიიღებს.
ფაბრიციო რომანოს თქმით, „რეალში“ ფეხბურთელის გაშვებაზე არ ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ ეს არ იქნება ამ ზაფხულის სწორი ნაბიჯი, თუმცა რა იქნება მომავალში არავინ იცის.
ფაქტი ის არის, რომ ზეწოლა იზრდება და ზეწოლასთან ერთად როგორც ფეხბურთელი, ასევე კლუბი დიდ ცდუნებას გრძნობს, რაც პირველ რიგში უდიდეს თანხებთან არის დაკავშირებული.
- 27 აგვისტო 2024
- 800
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.